მთავარიპოლიტიკა

ყოველდღიური გაზეთი “სომხეთის რესპუბლიკა”. ბაქო ძირს უთხრის არა მხოლოდ რეგიონის უსაფრთხოებას …

”გერმანიაში კიდევ ერთი სკანდალური ინციდენტი დაფიქსირდა, რომლის ავტორი აზერბაიჯანია. ევროკავშირის ამ წევრი ქვეყნის პრესამ ბუნდესტაგის წევრების მოსყიდვის კიდევ ერთი ამბავი გაავრცელა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) სამ წევრს მოთხოვეს გადადგომა, აზერბაიჯანის მიერ მათი მოსყიდვის ბრალდების გამო. ამჯერად, ბუნდესტაგის დეპუტატმა მარკ ჰაუპტმანმა რამდენიმე დღის წინ დატოვა პარლამენტი და შეუერთდა ბუნდესტაგის დეპუტატებს აქსელ ფიშერს და კარინ სტრენცს, რომელთაც  გასულ კვირას ჩამოართვეს სადეპუტატო იმუნიტეტი. ალიევის ავტორიტარული რეჟიმის ომის დანაშაულებებზე, უკანონობაზე და  დემოკრატიული პრინციპების დარღვევაზე თვალის დახუჭვა   კვლავ სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებს, არამედ ევროკავშირსაც, რომელსაც ნაკისრი აქვს დემოკრატიული ღირებულებების დაცვა”.

ნახეთ მეტი
Back to top button