საზოგადოება

წმიდა ღაზანჩეცოცში წირვა არ აღევლინება – მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო

„მოლაპარაკებებმა შუშის სომეხი მომლოცველების წირვაზე დაშვების შესახებ, შედეგი არ გამოიღო”, – განუცხადა „რადიოლურს“ არცახის  ეპარქიის წინამძღვარმა, ეპისკოპოსმა ვართანესმა (აბრაამიანი).

აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებები გაიმართა არცახის  ეპარქიასა და რუსი სამშვიდობოების მიერ. სომეხ სასულიერო პირს,რუსი სამშვიდობოების თანხლებით  შუშში შესვლისა და იქაური არქივის წამოღების უფლებაც კი არ მისცეს.

ეპისკოპოსმა ვართანესმა ასევე “რადიოლურს” აცნობა შუშის მწვანე ეკლესიის შესახებაც. „ ეკლესია ორჯერ იქნა აფეთქებული და მთლიანად იქნა კიწასტან გასწორებული“, – თქვა დამწუხრებულმა სასულიერო პირმა.  წმინდა ღაზანჩეცოცზე რაიმე ინფორმაცია არ არსებობს. აზერბაიჯანის მხარე კრძალავს რაიმე ვიდეო და ფოტო გადაღებას.  

ნახეთ მეტი
Back to top button