კულტურამთავარი

ადგილი აქვს მცდელობას წაიშალოს ან გაყალბდეს არცახის ათასწლეულოვანი კულტურული მემკვიდრეობა და კუთვნილება – არა აივაზიანი

სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კულტურული დიპლომატიის კომისიის შექმნას. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა განაცხადა ეროვნულ ასამბლეაში, უპასუხა რა  კითხვას, თუ რა მიზნით შეიქმნა კულტურული დიპლომატიის კომისია. ამჟამად, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება, ჩვენი ჩართვა საერთაშორისო საზოგადოებაში. ამ თვალსაზრისით, კულტურას, როგორც რბილი ძალის ფაქტორს, ძალზე მნიშვნელოვანი როლი აქვს. ამ პლატფორმის შექმნით, ჩვენ წარვადგენთ განაცხადს, ჩვენS დიპლომატიურ არსენალში კულტურის ძლიერ იარაღად გახდომის მიმართულებით“, – თქვა აივაზიანმა.

რაც შეეხება აზერბაიჯანის მიერ სომხური კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას, აივაზიანმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე კულტურის პოპულარიზაცია არის კომისიის ძირითადი ამოცანა.

„არცახის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა მსოფლიო კულტურის განუყოფელი ნაწილია და მისი განადგურება, შეურაცხყოფა ან გაყალბება თავიდან უნდა იქნას აცილებული. როგორც ეს პლატფორმა, ასევე ჩვენი ყოველდღიური კონტაქტები მიზნად ისახავს ამ საკითხის მოგვარებას საერთაშორისო ძალისხმევით.

ცნობილია, რომ აზერბაიჯანის ოკუპაციის ქვეშ მყოფ არცახის  ტერიტორიებზე მოხდა სომხების სრული განდევნა.  დღეს დაიწყო კულტურული მემკვიდრეობის განადგურებაც, რომელიც ცდილობს წაშალოს ან გააყალბოს არცახის ათასწლოვანი  კულტურული მემკვიდრეობა და მისი კუთვნილება”, – თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button