მთავარიპოლიტიკა

არჩევნები ჩატარდება პროპორციული საარჩევნო სისტემით – პრემიერ მინისტრი

საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა მარტივი  ცვლილებები შეიტანოს საარჩევნო კოდექსში – არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, – თქვა სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნული ასამბლეა – მთავრობა კითხვა-პასუხის სხდომაზე.

პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ძალებთან შეთანხმების შედეგად გადაწყდა,  რომ პრემიერ მინისტრი განსაზღვრულ დროში გადადგება, რის შემდეგაც ეროვნული ასამბლეა ორჯერ არ აირჩევს პრემიერ მინისტრს, რის შემდეგაც პარლამენტი დაიშლება კანონის ძალით.

„ჩვენი გამოსვლებისას ჩვენ განვაცხადეთ, რომ  პარტიები „ნათელი  სომხეთი“ და  „აყვავებული სომხეთი“ ამ საკითხს საპარლამენტო უმრავლესობის შეხედულებისამებრ ტოვებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ რეიტინგის პრობლემა არ აქვთ. ამის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ, არასაპარლამენტო ძალებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან დისკუსიის შემდეგ და მისი წინა ვალდებულების გათვალისწინებით, გადაწყვიტა, რომ ჩვენ უნდა წავიდეთ მარტივ ცვლილებებზე  და არჩევნები ჩავატაროთ პროპორციული სისტემით, სარეიტინგო საარჩევნო სიის გარეშე“, – თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button