მთავარიპოლიტიკა

დე ფაქტო საქმე გვაქვს თურქულ არმიასთან. მინისტრმა ისაუბრა არმიის რეფორმებზე

 ომის შემდეგ რეგიონში გეოპოლიტიკური მდგომარეობა შეიცვალა. დღეს სომხეთს საქმე აქვს თურქეთ-აზერბაიჯანის არმიასთან, რომელიც თანდათან ერწყმება. ამის შესახებ ეროვნულ კრებაში მთავრობასთან სხდომაზე კითხვა-პასუხის დროს, განცხადება გააკეთა სომხეთის თავდაცვის მინისტრმა ვაღარშაკ ჰარუთიუნიანმა,  უპასუხა რა დეპუტატების შეკითხვებს არმიაში განხორციელებული რეფორმების შესახებ.

”და დე ფაქტო, ჩვენ საქმე გვაქვს თურქეთის არმიასთან. ბუნებრივია, ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ჩვენი არმიის სტრუქტურა, სომხურ-რუსული ურთიერთობები შესაბამოსობაში უნდა მოვიყვანოთ ამ  შექმნილ საფრთხესთან. ეს რეფორმები სწორედ ამისკენ არის მიმართული”, – აღნიშნა მინისტრმა.

ჰარუთიუნიანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რეფორმების ფარგლებში ასევე განიხილება ოფიცრის როლი, ოფიცრის სამსახურის მიმზიდველობა.

ნახეთ მეტი
Back to top button