მთავარიპოლიტიკა

თურანის არმიის საკითხი შესაძლოა რეალობად იქცეს მომავალში. ექსპერტი

თურანის არმიის საკითხი შესაძლოა რეალობად იქცეს მომავალში. ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, თურქოლოგმა რუბენ საფრასტიანმა.

მისი თქმით, ახლა ეს მხოლოდ საუბარია, რომელსაც თურქეთი იყენებს საგარეო პოლიტიკის ინტერესების ფარგლებში.

”პანთურქიზმის იდეოლოგია, როგორც ანკარის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი საფუძველი, ვლინდება, მათ შორის, თურქულენოვან ქვეყნებთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოებით”, – აღნიშნა მან.

საფრასტიანმა დასძინა, რომ პანთურქიზმი არ არის თურქეთის საგარეო პოლიტიკის ერთადერთი იდეოლოგიური საფუძველი, ის ასევე შეიცავს პან-ისლამიზმისა და ნეო-ოსმალიზმის ელემენტებს.

ნახეთ მეტი
Back to top button