მთავარიპოლიტიკა

თურქეთი არის უკრაინასა და რუსეთს შორის ომის მთავარი წამქეზებელი

თურქეთმა დაამტკიცა, რომ ის არის უკრაინასა და რუსეთს შორის ომის მთავარი წამქეზებელი.

როგორც echedoros-a.gr წერს  InfoBRICS- ზე  დაყრდნობით, დონბასსა და  რუსეთ-უკრაინის  არასტაბილური ვითარების უკან სწორედ თურქეთი დგას, რომელიც კიევს მოუწოდებს, რომ გადამწყვეტ ნაბიჯებზე წავიდეს, ის კი არა თავის იარაღს სტავაზობს   ამ ქმედებებში გამოსაყენებლად.

დაახლოებით ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა შესაძლებელია 30 Bayraktar TB2 დრონი  მიაწოდოს  უკრაინას, თუმცა ეს ინფორმაცია უარყვეს თურქეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლებმა, მაგრამ გაირკვა,  რომ თურქულ თვითმფრინავებს მასიურად სამხედრო ტვირთი გადაქვთ უკრაინაში.

კერძოდ, გასულ კვირას თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებმა  სამხედრო ტვირთის მიწოდების მინიმუმ ხუთი ფრენა შეასრულეს უკრაინის დედაქალაქისაკენ.

გარდა ამისა, თურქეთის განცხადებები იმის შესახებ, რომ ის მზად არის დაეხმაროს უკრაინას ყირიმის დაბრუნებაში, აშკარად დაძაბულობას ქმნის  რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებში, რაზეც მოწმობს უკრაინული საბრძოლო იარაღის  ნახევარკუნძულის საზღვართან კონცენტრირება.

ნახეთ მეტი
Back to top button