კულტურა

მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს სომხური ქრისტიანული ძეგლების დაცვას მთიან ყარაბაღში

მართლმადიდებლური ეკლესიის საპარლამენტო ასამბლეის (UCP) გენერალური მდივანი, საბერძნეთის პარლამენტის წევრი, მართლმადიდებლუობის საპარლამენტო ასამბლეის რწმუნებული დოქტორი მაქსიმოს ხარაკოპულოსი, გააკეთა განცხადება მთიანი ყარაბაღის ქრისტიანული ძეგლების დაცვის შესახებ.

„თანამედროვე ცივილიზაციას ესმის და აღიარებს ძეგლების უზარმაზარ ისტორიულ და სულიერ ღირებულებას, რომლის საშუალებითაც ხდება დიალოგი ისტორიულ წარსულსა და ადამიანის სულის დიდებულ იდეებს შორის, რაც აზრის შემდგომი განვითარების და ჩვენი საერთო ღირებულებების განმტკიცების წინაპირობაა.  გარდა ამისა, ისტორიისა და ღვთისმსახურების თითოეული ძეგლის სათანადო პატივისცემა ხელს უწყობს რელიგიურ თემებს შორის ურთიერთგაგებას და პატივისცემას და საბოლოოდ, ხალხთა მშვიდობიან თანაარსებობას.

ჩვენ მივმართავთ გაეროს და იუნესკოს, ხელი შეუწყონ სომეხი ხალხის კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლების დაცვას, რომლებიც ამჟამად აზერბაიჯანის კონტროლს ექვემდებარება და არ დაუშვას მათი მიზნის შეცვლა ან განადგურება. გულგრილობამ შეიძლება შეუქცევადი ზიანი მიაყენოს მთელი კაცობრიობის კუთვნილ ძეგლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button