პოლიტიკა

სომხეთის სატრანსპორტო განბლოკვა ამჟამად განიხილება მხოლოდ ექსპერტების დონეზე – ვიცე-პრემიერი

რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის პროგრამა ამჟამად მიმდინარეობს მხოლოდ საექსპერტო დონეზე.  ასეთი განცხადება დღეს გააკეთა სომხეთის ვიცე პრემიერ მინისტრმა მჰერ გრიგორიანმა  ეროვნულ ასამბლეაში მთავრობასთან კითხვა-პასუხის დროს, სადაც მან დეპუტატის კითხვას უპასუხა 9 ნოემბრის განცხადების შესაბამისი პუნქტის შესრულების პროცესის შესახებ.

„არსებობს სამუშაო ჯგუფი ვიცე – პრემიერ მინისტრების დონეზე. გვქონდა რამდენიმე განხილვა. არსებობს ორი ქვეჯგუფი, რომელთაგან ერთი ახორციელებს საექსპერტო სამუშაოს, რომელიც უკავშირდება ინფრასტრუქტურის წმინდა ტექნიკურ ხასიათს, ანუ ტექნიკურ გადაწყვეტილებებს, ხოლო მეორე სამართლებრივ, უსაფრთხოების, საბაჟო, ფიტოსანიტარიულ და სხვა საკითხებს ეხება”, – თქვა გრიგორიანმა.

ვიცე პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ადრე დაგეგმილი იყო შუალედური ანგარიშის გაკეთება შესრულებული სამუშაოს შესახებ 1 მარტამდე.  დებატებმა და მუშაობამ აჩვენა, რომ საჭიროა დამატებითი საექსპერტო კვლევა. შესაბამისად, ანგარიში გადაიდო განუსაზღვრელი ვადით მათ დასრულებამდე.

”ძირითადად განიხილება რკინიგზა და მაგისტრალები. ძირითადად, ჩვენ ვსაუბრობთ საბჭოთა პერიოდში მოქმედი ინფრასტრუქტურის აღდგენაზე ყველა შესაძლო მიმართულებით”, – თქვა გრიგორიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button