მთავარიპოლიტიკა

სომხეთი და საქართველო აქტიურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს სამგზავრო ტრანსპორტის განახლების შესახებ – საგარეო საქმეთა მინისტრი

სომხეთი და საქართველო აქტიურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს მგზავრთა გადაყვანის  აღდგენაში. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა განაცხადა ეროვნულ ასამბლეაში და უპასუხა “ნათელი სომხეთის” პარტიის დეპუტატის სარგის ალექსანიანის კითხვას, თუ როგორ ხორციელდება საქართველოსთან სახმელეთო კავშირის აღდგენისა და სავაჭრო ბრუნვის საკითხები.

„გასულ კვირას გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე. განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგის ფართო სპექტრი, მათ შორის თქვენს მიერ წამოყენებული საკითხი. ორივე მხარე პოზიტიურად უყურებს ამ საკითხის მოგვარებას. ეპიდემიას, რა თქმა უნდა, აქვს თავისი ნეგატიური გავლენა“, – განაცხადა აივაზიანმა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ტექნიკური პრობლემები, ვიმედოვნებთ ისინი მალე  გადაიჭრებიან.

ნახეთ მეტი
Back to top button