მთავარისაზოგადოება

სტამბოლში სასტიკად მოკლეს 26 წლის ქართველი ქალი

საქართველოს 26 წლის მოქალაქე თეონა თუაშვილი, სასტიკად მოკლეს სტამბოლში, სავარაუდოდ, შეიარაღებული ძარცვის შედეგად.

თურქული მედიის ცნობით, თავდასხმა მოხდა 22 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე. ოთხი უცნობი პირი შეიჭრა მის ბინაში, სადაც თეონა და მისი პაკისტანელი ქმარი ცხოვრობდნენ. თავდამსხმელებმა ქალს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა  მიაყენეს ყელის არეში. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მეუღლე კი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, იუწყება ,,ნოვოსტი გრუზია“.

მეზობლებმა პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. თავდამსხმელებმა მოახერხეს შემთხვევის ადგილიდან მიმალვა. დამნაშავეების მიერ გადაგდებული დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაულის მოტივი უცნობია.

თეონა უკვე 4 წელია, რაც თურქეთში ცხოვრობს და ერთ-ერთ ქარხანაში მუშაობს, რომ შვილს ბინის შესაძენად ფული მოუგროვოს. მშობლებმა არ გამორიცხეს, რომ თავდასხმის მიზეზი ყაჩაღობა იყო.

გარდაცვლილის ოჯახი მისი ცხედრის საქართველოში გადმოსვენებას ელის, პოლიცია ინციდენტის მიზეზებს არკვევს.

ნახეთ მეტი
Back to top button