
”ისტორია ძირითადად მეორდება სხვადასხვა ფორმატში სხვა კონტექსტში, მაგრამ არ იცვლება ქვეყნების და იმპერიების ძირითადი ინტერესები და დაინტერესებები. ცალკეულ შემთხვევაში, მცირე “რომანები” დიდ ქვეყნებს შორის საშიში ხდება პატარა ქვეყნებისთვის. ისტორიამ აჩვენა, რომ მსგავს შემთხვევებში ჩვენ ყოველთვის ვზარალდებოდით და აქედან გაკვეთილი მაინც ვერ მივიღეთ. ფაქტია, რომ რუსეთი ჩვენი მოკავშირეა, თურქეთი კი იგივეა, რაც ადრე იყო და ასეც დარჩება. ამის შესახებ ყოველდღიურ გაზეთ “სომხეთის რესპუბლიკა”-სთან საუბარში განაცხადა ხ. აბოვიანის პედაგოგიური უნივერსიტეტის ისტორიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატმა, ასოცირებულმა პროფესორმა ედგარ ჰოვჰანნისიანმა.
ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორ ამატუნი ვირაბიანის თქმით, რუსეთმა კარგად იცის, რომ გარკვეულ მომენტში მათი ინტერესები თურქეთს შეეწინააღმდეგება არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ჩრდილოეთ კავკასიაში, შუა აზიაში, პოვოლჟიეში, სადაც დიდი რაოდენობით მაჰმადიანი მოსახლეობა ცხოვრობს. დღეს თურქეთი ცდილობს წამყვანი სახელმწიფოს როლი შეასრულოს მუსულმანურ და თურქულ სამყაროში და უკარნახოს მისი თამაშის წესები. ამ მიმართულებით ის საკმაოდ აქტიურ საქმიანობას ახორციელებს … ”