მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანმა გამოიჩინა თავი, როგორც ქრისტიანული მემკვიდრეობის განადგურების პიონერმა – ანნა ნაღდალიან

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ანა ნაღდალიანმა კომენტარი გააკეთა მთიანი ყარაბაღის მეხაკავანის დასახლებაში  წმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის მიწასთან გასწორების გამო.

„დღეს BBC- მ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც დოკუმენტური კადრები გვიჩვენებს მთიანი ყარაბაღის მეხაკავანის დასახლებაში  წმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის დანგრევის ფაქტს  მას შემდეგ, რაც რეგიონი აზერბაიჯანს დაექვემდებარა. აზერბაიჯანის ბოლოდროინდელი აგრესიის დროს იგივე ეკლესია შეურაცხყოფილი იქნა. ეს საკმარისი არ იქნა, ამჟამად  სულ აღაგავეს მიწისაგან პირისა.

აზერბაიჯანის მიერ რელიგიური სიძულვილის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულის შემდეგი შემთხვევა მკაცრად უნდა დაიგმოს. ამავე დროს, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის მცდელობები გაამართლონ ეს ბარბაროსობა, კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რაც ცხადყოფს, რომ ვანდალიზმის ეს შემდეგი მანიფესტაცია განზრახ ხასიათს ატარებდა, რაც მოგვაგონებს  ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის სისტემურ განადგურებას ნახჭევანში.

ბოლო ომის შემდეგ რელიგიური ადგილის განადგურების ეს შემთხვევა არ არის ერთადერთი.  “მწვანე საათის” ეკლესიის განადგურება არცახის  რესპუბლიკაში, ქალაქ შუშიში, რომელსაც 200 წელზე მეტი ისტორია აქვს, ადასტურებს, რომ აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული კულტურული ვანდალიზმი ემყარება მხოლოდ ერთ კრიტერიუმს – ეს კრიტერიუმი არის სიძულვილი ქრისტიანი სომეხი ხალხის მიმართ.

მიუხედავად მისი მცდელობებისა, მსოფლიოსთვის თავი წარედგინა “ტოლერანტობისა და მულტიკულტურალიზმის ცენტრად”, აზერბაიჯანმა გამოიჩინა თავი, როგორც ქრისტიანული მემკვიდრეობის განადგურების პიონერმა.

სომხეთის ისტორიულ-კულტურულ-რელიგიური მემკვიდრეობის განადგურება კიდევ ერთხელ ცხადყოფს აზერბაიჯანის ხელისუფლების გარანტიების უშედეგოობას ქრისტიანული კულტურული ღირებულებების შენარჩუნების შესახებ.

„საერთაშორისო საზოგადოებამ ნაბიჯები უნდა გადადგას  იმ კულტურული გენოციდის შესაჩერებლად, რომელიც აზერბაიჯანმა დაიწყო გასული წლის 27 სექტემბერს და გრძელდება დღემდე ”, – აღნიშნა ნაღდალიანმა განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button