
ბერლინს აქვს ინფორმაცია ანკარაში უკიდურესად მემარჯვენე „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის“ (AKP) მზარდი გავლენის შესახებ, იუწყება თურქული Deutsche Welle.
„გერმანიის მთავრობა აცხადებს, რომ ამ პარტიის პოლიტიკური მოთხოვნები გავლენას ახდენს თურქეთის მთავრობაზე და ეს მოთხოვნები რეგულარულად შედის თურქეთის კანონებში”.
ასეთი განცხადება გაკეთდა გერმანიის მემარცხენე პარტიის საპარლამენტო კითხვის საპასუხოდ, თურქეთის პოლიტიკაში ექსტრემისტული ნაციონალისტური პარტიის როლის შესახებ.
მემარცხენე დეპუტატმა ულა ჯელპკემ, რომელმაც თავისი პარტიის სახელით საპარლამენტო კითხვა წარადგინა, განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ემსახურება AKP- ის ინტერესებს.
„ის მზადაა ყველაფერი გააკეთოს ნაცისტ AKP- სთან ალიანსის შესანარჩუნებლად, რომ დარჩეს თანამდებობებზე, რადგანაც გააზრებული აქვს, რომ მისი პარტიისადმი სიმპათიები ნელ-ნელა ქრება”, – ჯელპკეს სიტყვებზე დაყრდნობით წერს Deutsche Welle.
„გერმანიის მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ყოველ ჯერზე როცა შეხვედრას ატარებს ანკარასთან ექსტრემისტი ნაციონალისტები, AKP- ის წევრები, მაგიდასთან ზიან უჩინმაჩინის სამოსში. თურქი ფაშისტები არ შეიძლება იყვნენ გერმანიის მთავრობis პარტნიორები“.
ჯელპკმა ასევე იკითხა, განიხილავს თუ არა გერმანიის მთავრობა მოძრაობა „ნაცრისფერი მგლების“ აკრძალვას. პარლამენტის პასუხში ხაზგასმულია, რომ ბერლინი ყოველთვის მზად არის ექსტრემისტებთან საბრძოლველად და ჯგუფის აკრძალვა კვლავ რჩება განხილვის მაგიდაზე.
ნოემბერში, გერმანულმა პარტიებმა საფრანგეთის მაგალითზე, პარლამენტს წარუდგინეს წინადადება, რომ აკრძალულიყო „რუხი მგლების“ მოძრაობასტან დაკავშირებული ჯგუფები.