მთავარიპოლიტიკა

კიმ და კორტნი კარდაშიანები, სერჟ თანკიანი და სხვა ცნობილი ადამიანები უერთდებიან ბაიდენისადმი მიმართულ მოწოდებას გენოციდის აღიარების შესახებ

რეალითი შოუს ამერიკელი ვარსკვლავი, ბიზნესმენი კიმ კარდაშიანი, ისევე როგორც მისი დედა, კრის ჯენერი და და, კორტნი კარდაშიანი, შეუერთდნენ ამერიკის სომხური ეროვნული კომიტეტის (ANCA) მიერ ორგანიზებულ კამპანიას, რომელიც მიმართულია აშშ პრეზიდენტის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებაზე.

როგორც “არმენპრესი” იუწყება, მიიღო რა ამერიკის სომხური ეროვნული კომიტეტის გამოწვევა, მათ თავიანთ ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნეს ფოტოსურათი წარწერით “მე ვაღიარებ სომეხთა გენოციდს”, თავის მხრივ აღნიშნულია 5 ადამიანი, რომლებმაც ასეთი ჩანაწერი უნდა გააკეთონ მათ გვერდებზე.

აქციაში ასევე მონაწილეობდა ცნობილი როკ-მუსიკოსი, System of a Down ჯგუფის მთავარი სოლისტი სერჟ თანკიანი, ცნობილი ამერიკელი სომეხი ექიმი, ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის დევიდ გეფენის სახელობის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი, პროდიუსერი ერიკ ესრაილიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button