მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანისა და არაიკ ჰარუთიუნიანის ხელმძღვანელობით განიხილეს არცახში განსახორციელებელი პროგრამები

მორიგი კონსულტაცია გაიმართა პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და არცახის პრეზიდენტის არაიკ ჰარუთიუნიანის თავმჯდომარეობით. კონსულტაციებში მონაწილეობდნენ სომხეთის მთავრობის პასუხისმგებელი განყოფილებების ხელმძღვანელები. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებიდან გვაცნობეს.

„ამ მომენტში ჩვენ გვაქვს საკმაოდ ხელშესახები შედეგები, მაგრამ, რა თქმა უნდა, გასაკეთებელი სამუშაოების მოცულობა ძალიან დიდია. ჩვენ უნდა  გამოვხატოთ ჩვენი პოლიტიკური ნება და ერთგულება, რათა  შევასრულოთ ეს სამუშაო სრულად. უნდა ვილაპარაკოთ არა მარტო არცახში  ნორმალური ცხოვრების აღსადგენად, არამედ შემდგომი განვითარების შესახებაც. მოდით განვახორციელოთ პროგრამები. რა თქმა უნდა, დისკუსიები სხვადასხვა დონეზე არც ერთი დღით არ შეჩერებულა და  მიღებულია მრავალი ერთობლივი გადაწყვეტილება”, – თქვა ფაშინიანმა.

არაიკ ჰარუთიუნიანმა განაცხადა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა, დაახლოებით 120 ათასი არცახელი  მოქალაქე, დღეს არცახში  ნორმალური ცხოვრებით  ცხოვრობს, ისინი უზრუნველყოფილნი არიან ყველა საჭირო პირობებით.

”სომხეთის რესპუბლიკაში 30 000-მდე მოქალაქე გვყავს. საბედნიეროდ, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორია ძალიან ცოტამ დატოვა. მაგრამ მე მსურს 90-იანი წლები გავიხსენოთ, მაშინ  ჩვენ გავათავისუფლეთ მარტაკერის რაიონი,  მაგრამ  ვერ მოვახერხეთ მარტაკერის რაიონის მოსახლეობის უმეტესი ნაწილის დაბრუნება არცახში, რადგან დავაგვიანეთ“, – თქვა არცახის ხელმძღვანელმა.

ნახეთ მეტი
Back to top button