მთავარიპოლიტიკა

სომხეთის შეიარაღებული ძალები წარადგენს ანგარიშს ომის შესახებ – უსაფრთხოების საბჭოს მდივანი

იმისათვის, რომ მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედება შეწყვეტილიყო, ჩატარდა სულ მცირე სამი საჯარო ღონისძიება , მაგრამ ომის შეწყვეტა ვერ მოხერხდა არა თუ ჩვენი გაადწყვეტილების, არამედ, თურქეთის, აზერბაიჯანისა და ტერორისტული ჯგუფების გამო, რომლებიც აგრძელებდნენ ბრძოლას დ არ ფიქრობდნენ დაზავებაზე.

ომის შეჩერება არ არის ცალმხრივი ქმედება, აღმასრულებლის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა  სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა.

„ჩემი უარმყოფელი განცხადება ემყარება დოკუმენტებსა და ოქმებს“, – აღნიშნა მან და მინიშნება გააკეთა წინა ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებაზე იმის შესახებ, რომ არავის მიუმართავს მათთვის მეოთხე დღეს ომის დასრულების საკითხით, თქვა უშიშროების საბჭოს მდივანმა. მანამდე კი, ასეთი განცხადება გააკეთა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა ონიკ გასპარიანმა. გრიგორიანის თქმით, უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მთლიანად დაფიქსირებულია.

„ისტორიის თვალსაზრისით, თუ მოგვეცემა მისი გამოქვეყნების შესაძლებლობა, ყველა თეზისი, რომელიც მე ვთქვი, დადასტურდება”, – აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივანმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა სოხმეთის რესპუბლიკის მთავრობას განზრახვა ომში დამარცხების ბრალდება შეიარაღებულ ძალებს გადააბრალოს, კერძოდ ონიკ გასპარიანს, უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა უპასუხა, რომ არავის დადანაშაულების საკითხი არ ყოფილა და არც იქნება. უფრო მეტიც, შეიარაღებულმა ძალებმა ომის შესახებ ანგარიში უნდა მოამზადონ სწორედ ონიკ გასპარიანის მეთაურობით.

„მტავრობს რომ განეზრახა შეიარაღებული ძალების დადანაშაულება, მაშინ  ამ ანგარიშის მომზადებას ჩვენ დაგვაკისრებდა“ , – აღნიშნა მან.

SU-30– ების შეძენის შესაძლებლობის შესახებ კითხვის პასუხად, უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ საბრძოლო მასალისა და სხვა სამხედრო დანიშნულების შესაძლებლობების შეძენის პროცესი, გეგმის თანახმად, უფრო გრძელ პერიოდს ვარაუდობდა, მაგრამ ომის დაწყებამ ყველაფერი შეცვალა.

„როდესაც შესყიდულ იქნა SU-30 თვითმფრინავები, მოინიშნა უფრო გრძელი პროცესი, ანუ SU-30– ის საბრძოლო მასალებისა და სხვა შესაძლებლობების შეძენა, გეგმის თანახმად, უფრო გრძელი ვადებით, ომმა ყველაფერი შეცვალა, პრობლემები მხოლოდ ამაში იყო. SU 30-ებთან დაკავშირებული სხვა პრობლემა არ გვქონია”.

ნახეთ მეტი
Back to top button