მთავარიპოლიტიკა

ამჟამად რეალურად მკურნალობას გადის ომში დაჭრილი 1500-მდე სამხედრო

არცახში 44-დღიანი ომის დროს ჰოსპიტალებსა და საავადმყოფოებში 11000-მდე დაჭრილი და ავადმყოფი სამხედრო, პოლიციელი, ეუს-ის სასაზღვრო ჯარების მოსამსახურე და მოხალისე იყო მოთავსებული, ამჟამად კი ფაქტიურად მკურნალობს 1,500 სამხედრო მოსამსახურე. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა გეღამ ფაშიკიანმა, შეაჯამა რა სამხედრო-სამედიცინო დეპარტამენტის მიერ ომის დროს შესრულებული სამუშაოები.

მისივე თქმით, ბოლოდროინდელ არცახის ომში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებში საავადმყოფოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1% იყო, რაც საერთაშორისო სტატისტიკურ მონაცემებზე 5 – ჯერ დაბალია.

”სამხედრო-სამედიცინო დეპარტამენტში განხორციელდა სტრუქტურული ცვლილება, ძირითადი აქცენტი გაკეთდა სწრაფ რეაგირებაზე, მცირე მობილურ (მობილური) მომსახურებაზე. ამან ომის დროს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების ეტაპის ბრძოლის ველთან მაქსიმალურად დაახლოების შესაძლებლობა მისცა”, – აღნიშნა ავეტისიანმა.

სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა საჰაკ ოჰანიანმა აცნობა, რომ 44-დღიანი არცახის ომის 22-23-ე დღემდე, სამხედროებს მხოლოდ ფრაგმენტული ჭრილობები ჰქონდათ.

”ეს საუბრობს იმაზე, რომ მტერი იყენებდა უპილოტო მფრინავ აპარატებს, შორს დამრტყმელ არტილერიას. ომის მესამე კვირის შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებში ჩვენ გვქონდა პირველი ტყვიის ჭრილობები, როდესაც მოწინააღმდეგის ჯარები მიუახლოვდნენ და მოხდა პირდაპირი კონტაქტი”, – აღნიშნა სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება კორონავირუსის გავრცელებას სრ შეიარაღებული ძალების, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის მოსამსახურეთა შორის, ოჰანიანმა აცნობა, რომ ამჟამად მკურნალობს კორონავირუსით ინფიცირებული 150 პაციენტი, რომელთა მდგომარეობა მძიმე არ არის, ხოლო შეიარაღებულ ძალებში სულ დარეგისტრირდა 10 გარდაცვალების შემთხვევა.

ნახეთ მეტი
Back to top button