ანალიტიკამთავარი

”თურქეთს მოუწევს უფრო თავშეკავებული საგარეო პოლიტიკის მართვა”. საფრასტიანი

სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, აკადემიკოსი რუბენ საფრასტიანი Sputnik სომხეთის პროგრამის “ორაციც“ (კალენდრის) ფარგლებში შეეხო რეგიონის განვითარებაში თურქეთის როლის საკითხს და თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებს.

რუბენ საფრასტიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი დასავლეთის ნაწილია, კერძოდ, ნატოს სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის წევრი, და ძალზე მჭიდრო კავშირი აქვს დასავლეთის ბევრ ქვეყანასთან, თუმცა, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში არსებობს ანტითურქული განწყობები, რადგან იქ უკმაყოფილო არიან თურქეთის პოლიტიკით.

”თურქეთის ელიტა წუხს, რომ აქამდე არ შემდგარა სატელეფონო საუბარი აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტებს ბაიდენსა და ერდოღანს შორის. თურქული დიპლომატია დიდ ძალისხმევას იჩენს, რომ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს, მაგრამ არ გამოდის, რადგან ამერიკელები ამაზე არ მიდიან”, – აღნიშნა თურქოლოგმა.

საფრასტიანის აზრით, თურქეთი, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი მოკავშირეა, მაგრამ ბოლო პერიოდში “კარგად არ იქცევა”, აქედან გამომდინარე, რჩება რა მოკავშირედ, ამიტომ ის მაინც უნდა დაისაჯოს შეერთებული შტატების მხრივ. მისი თქმით, თურქეთის როლი ჩვენს რეგიონში, პირველ რიგში, ერდოღანის პოლიტიკის გამო გაიზარდა, რაც სინამდვილეში არ შეესაბამება თურქეთის შესაძლებლობებს.

”თურქეთი თავის წინაშე ისახავს უფრო დიდ პრობლემებს და ცდილობს მათ მოგვარებას, ვიდრე მას ამის შესაძლებლობები და პოტენციალი გააჩნია. ამიტომ ვხედავთ, რომ თურქეთის პოლიტიკის სამხედრო კომპონენტი ძლიერდება, და უფრო ინტენსიურ ხასიათს იღებს განსაკუთრებით სამხედრო თანამშრომლობა სხვა ქვეყნებთან. გარდა ამისა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თურქეთის სამხედრო ბაზები იქმნება”, – აღნიშნა აკადემიკოსმა.

ამასთან, საფრასტიანის აზრით, თურქეთის ზემოაღნიშნულ პოლიტიკას არანაირი პერსპექტივა არ აქვს, რადგან საჭირო დიდი ხარჯები და უზარმაზარი რესურსი თურქეთს აიძულებს მართოს უფრო თავშეკავებული საგარეო პოლიტიკა.

ნახეთ მეტი
Back to top button