
დიდმა ბრიტანულმა სამართლებრივმა ორგანიზაციამ „მედია დიფენს“-მა სომხეთის ოთხი მოქალაქის სახელით საჩივარი შეიტანა სტრასბურგის სასამართლოში. მთიან ყარაბაღში, შეიარაღებული კონფლიქტის დროს აზერბაიჯანის ძალების მიერ ქალაქ მარტუნის მახლობლად დაბომბვის შედეგად დაშავდა სამი ჟურნალისტი, გარდაიცვალა გამცილებელი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული მათი უფლებები.
დაბომბვა მოხდა 2020 წლის 1 ოქტომბერს, როდესაც მოკლე ვადებში ქალაქ მარტუნის ცენტრს 40-მდე რაკეტა დაეცა. ოთხი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა. დღის ბოლოს, აზერბაიჯანის მთავრობამ, დაბომბვის ფაქტზე საუბრისას, სომხეთი დაადანაშაულა ჟურნალისტების სიცოცხლის საფრთხეში და საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. სინამდვილეში, ამ კონფლიქტის დროს, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები რეგულარულად უმიზნებდნენ ჟურნალისტებს. ბევრი ჟურნალისტი აცხადებს, რომ ჟურნალისტური მუშაობის დროს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ახორციელებდნენ დევნასა და მუქარას.
განმცხადებლებს სასამართლოში წარმოადგენენ „მედია დიფენსის“ თანამშრომლები პადრიგ ჰიუზი და კარლოს გაიო, აგრეთვე სომეხი იურისტი და ინფორმაციის თავისუფლების ცენტრის პრეზიდენტი შუშან დოიდოიანი.