საერთაშორისო

სააკაშვილმა მიმართა საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში ერთი დღით ჩამოსვლის ნება დართონ და მოსახლეობის რეაქცია დაინახონ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული სამშობლოში, საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობს 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ჩამოსვლის ნება დართონ და მოსახლეობის რეაქცია დაინახონ, იტყობინება RIA Novosti.

”მოდით ჩავატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი. ნება მიბოძეთ ჩამოვიდე ქვეყანაში, დამტოვეთ 24 საათის განმავლობაში ქუჩაში, გპირდებით, რომ დაცვის თანამშრომლების გარეშე ვიქნები. მიეცით ხალხს საშუალება თავისუფლად გამოთქვან საკუთარი აზრი. რატომ არ ფიქრობენ ამაზე?  შესაძლებელია, როგორც კი ფეხს  დავადგამ  ქართულ მიწაზე, ცხადი გახდება, რომ მათი (ამჟამინდელი ხელისუფლების) მხარდაჭერა 5% -ია, ხოლო ჩემი 70-75%”, – განუცხადა სააკაშვილმა TV პირველს.

მისივე თქმით, საქართველოს ოფიციალური პირები არაერთხელ ჩავიდნენ უკრაინაში და სთხოვეს უკრაინის ხელისუფლებას არ მოეხდინათ სააკაშვილის ექსტრადიცია საქათველოში.

ნახეთ მეტი
Back to top button