სომხური კათედრა კარლის უნივერსიტეტში

ჩეხეთში სომხეთის საელჩომ და კარლის უნივერსიტეტმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების დეპარტამენტთან სომხური კათედრის დაარსების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს პრაღაში სომხეთის საელჩო.
”სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასა და ჩეხეთის მთავრობას შორის კულტურის, განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ2010 წლის 10 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმების სულისკვეთების დაცვით, ჩეხეთში სომხეთის საელჩო და კარლის უნივერსიტეტი სომხური ენის, ისტორიის, ლიტერატურის, ფილოსოფიის და კულტურის სწავლების შემდგომი განვითარების მიზნით, შეთანხმდნენ კარლის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების დეპარტამენტთან სომხური კათედრის დაარსების შესახებ, რასთან დაკავშირებითაც, მხარეებმა ელჩ აშოტ ჰოვაკიმიანის და კულტურის ფაკულტეტის დეკან, დოქტორ პულმანის სახით ხელი მოაწერეს შესაბამის ხელშეკრულებას“,- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში.