საზოგადოება

ტავუშმა უკეთ უნდა გამოიყენოს თბილისის აეროპორტის შესაძლებლობები – გამგებელი

ტავუშის რეგიონმა უფრო ეფექტურად უნდა გამოიყენოს საქართველოს დედაქალაქის აეროპორტის შესაძლებლობები. „Sputnik სომხეთთან“ საუბარში ასეთი აზრი გამოთქვა ტავუშის გუბერნატორმა ჰაიკ ჩობანიანმა, უპასუხა რა კითხვას რეგიონის მცირე აეროპორტების  მუშაობის განახლების შესაძლებლობის შესახებ.

”სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისას, ჩვენ ბუნებრივად ვითვალისწინებთ ამ სეგმენტს, რომელშიც ორი პატარა აეროპორტი გვქონდა ბაგრატაშენსა და ბერდში. ბერდის აეროპორტი უფრო პრობლემატურია, რადგან ის აზერბაიჯანის საზღვარზეა, მაგრამ ბაგრატაშენის აეროპორტის განახლების საკითხი შესაძლებელია განხილული იქნას“, – თქვა ჩობანიანმა.

ამჟამად  რეგიონის ხელმძღვანელობა ასეთ ამოცანას არ ისახავს, მაგრამ სამომავლოდ ემზადებიან შეისწავლონ  ეს შესაძლებლობა და საკითხი შეიტანონ რეგიონის განვითარების სტრატეგიაში 2021-2025 წლებისათვის.

”განვითარების სტრატეგიაში საუბარია საჰაერო ტრანსპორტზე, კერძოდ ბაგრატაშენის აეროპორტსა და აიგეპარტის აეროპორტებზე. მაგრამ ამ დროისთვის ჩვენ არ გვაქვს არანაირი პრობლემა ამ აეროპორტის  გახსნასა და მუშაობასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ საჰაერო ტრანსპორტის თვალსაზრისით, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა  გავხადოთ თბილისის აეროპორტის მიერ მოწოდებული რესურსები  ეკონომიკურად უფრო ეფექტური”, – თქვა ჩობანიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button