
უსაფრთხოების მუქარის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ძლიერი ფორმულა არის სომხეთ-რუსეთის ერთობლივი სამხედრო კორპუსი, რომელიც უკვე არსებობს სომხეთში. ამის შესახებ არმავირის არაგაცის თემში ვიზიტის დროს განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
”ჩემი აზრით, მომავალ საქმიანობებსა და მოლაპარაკებებში უნდა ვიფიქროთ სომხურ-რუსული ერთობლივი სამხედრო კონტინგენტის, როგორც რეგიონალური უსაფრთხოების ძირითადი კომპონენტის გაძლიერებაზე”, – თქვა მან და დასძინა, რომ ეს არ ნიშნავს, რომ მუდმივად უნდა მოვემზადოთ ახალი ომებისათვის.
”პირიქით, ეს ჩვენ უნდა გამოვიყენოთ რეგიონის მიმართ ჩვენი თვალთახედვის შესაცვლელად და დავეხმაროთ რეგიონს, რათა შეცვალოს საკუთარი თვალთახედვა ჩვენს მიმართ”, – აღნიშნა ფაშინიანმა.
მან გაიმეორა ადრინდელი შეხედულება რეგიონული სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის აუცილებლობის შესახებ.
”ჩვენი რკინიგზა ირანისა და რუსეთისკენ აზერბაიჯანის გავლით გადის. არ შეიძლება გზა მათი ტერიტორიის გავლით მივიღოთ, მაგრამ მათ არ მიიღონ გზა ჩვენი ტერიტორიის გავლით. ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომ გზები ორივე მხარის მიერ უნდა იქნას გამოყენებული”, – აღნიშნა ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, რომ არაგაცის თემში შეხვედრისას ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აპრილში გადადგება.
პრემიერ-მინისტრი გასულ კვირას იმყოფებოდა, არაგაგოტნის რეგიონში.