მთავარიპოლიტიკა

ფონდში 28 წლის განმავლობაში 313 მილიონი დოლარი შეიკრიბა, ხოლო ორი თვის განმავლობაში 220 მილიონი დოლარი. ნიკოლ ფაშინიანი

პროგრამა, რომელსაც ჩვენ არცახში განვახორციელებთ, იქნება ყველაზე დიდი პროგრამა ისტორიაში. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა არმავირის რაიონის არაგაცის თემის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

”სულ რაღაც ორი დღის წინ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ არცახში 110 მილიარდი დრამის ბინათმშენებლობის პროგრამა უნდა განხორციელდეს სომხური ფონდის ,,ჰაიასტანის“ დახმარებით. დიდი ალბათობაა, რომ ეს პროგრამა, რომელსაც ჩვენ სამ წელიწადში განვახორციელებთ, შესადარებელია ყველა იმ პროგრამასთან, რომელიც ფონდმა ჩაატარა არცახში ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში და გამორიცხული არ არის, რომ ის უფრო დიდი იყოს. პროგრამა, რომელსაც ჩვენ არცახში განვახორციელებთ, იქნება ყველაზე დიდი პროგრამა ისტორიაში”, – აღნიშნა ფაშინიანმა.

ფაშინიანის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, 1992 წლიდან 2020 წლის სექტემბრის ჩათვლით, სომხურ ფონდ ,,ჰაიასტანის“ მიერ დაახლოებით 313 მილიონი დოლარი იქნა შეგროვებული. ”ომის დროს შემოწირულ იქნა დაახლოებით 220 მილიონი დოლარი. 28 წელიწადში 313 მილიონი დოლარი, 2 თვეში 220 მილიონი დოლარი”.

ნახეთ მეტი
Back to top button