მთავარიპოლიტიკა

ქართული მხარის განცხადებით რეგიონული ინტერნეტ არხის გარიგება უკანონოა – საღიანი

არასამთავრობო ორგანიზაციის „ინტერნეტული  საზოგადოებ“-ის ვიცე-პრეზიდენტმა გრიგორ საღიანმა  „Sputnik სომხეთის“ ეთერში ისაუბრა საქართველო-აზერბაიჯანის გარიგების შესახებ, რომლის თანახმად, აზერბაიჯანული კომპანია გახდა რეგიონალური ძირითადი ინტერნეტ-კაბელის „Caucasus Online“-ის     100% -იანი წილის მფლობელი.

გრიგორ საღიანმა სომხეთისთვის აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებული მიწოდებისა და უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას, პირველ რიგში აღნიშნა, რომ ინტერნეტით უზრუნველყოფის მხრივ პრობლემები არ იქნება, რადგან ახალი აქციონერი დაინტერესებულია საკუთარი სისტემის შემოსავლით.  მისივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აზერბაიჯანული კომპანია დაიწყებს იმ ხალხის ან ორგანიზაციების დაბლოკვას, რომელთა ხარჯზეც შემოსავალს იღებს.

„ ხოლო თუ მოულოდნელად მოხდება  ბლოკირება, არსებობს ალტერნატიული გზები. პირველი არის ფოთი-ვარნას ხაზი, რომელიც ეკუთვნის Caucasus Online-ს ასევე არსებობს ფოთი-ნოვოროსიისკის არხი. აშენდა ერთი ხაზი, რომელიც გადის კავკასიონის მთის უღელტეხილზე. თურქეთსა და ირანს შორის კომუნიკაციის გზები არსებობს, ამიტომ ხაზის გაჭრა არ ნიშნავს სრულ ბლოკირებას. გრძელი არხების მუშაობა უბრალოდ ფასზე გავლენას ახდენს.  გარდა ამისა, კრიტიკულ სემთხვევებში შესაძლებელია „ილონ მასკის“  სატელიტური კავშირით სარგებლობა”, – თქვა არასამთავრობო ორგანიზაციის ინტერნეტ საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტმა.

საღიანი შეეხო ქართული მხარის დამოკიდებულებას გარიგების მიმართ და აღნიშნა, რომ  საქართველოს ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს აზრით  რეგიონალური ინტერნეტ-ოპერაცია 100% -ით უკანონოა, ასევე  უკანონოა – Caucasus Onlin-ს აქციების 49%  აზერბაიჯანული კომპანიის მიერ შეძენა  2019 წელს.

რაც შეეხება არხის მუშაობასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების ფაქტორებს, საღიანმა ხაზი გაუსვა, რომ ერევნის  თბილისთან და ფოთთან დამაკავშირებელ საკაბელო გადის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ისინი  არ დაიწყებენ მოსმენას. ამიტომაც სომხურმა მხარემ უნდა ეძებოს  ალტერნატიული გზები.

„ჩვენი ინფორმაციის ყველა წყარო მდებარეობს არა სომხეთში, არამედ ევროპაში, რადგან იქ საიმედოობა უფრო მაღალია. იქ ყველა წყაროს დაცული კავშირი აქვს, ანუ ინფორმაცია მომხმარებელსა და საიტს შორის  დაშიფრულია. დღეს კიბერ უსაფრთხოების გასაღები იმდენად გრძელია, რომ შეუძლებელია ნათქვამის გაშიფვრა გონივრულ დროში. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ელექტრონული ხელმოწერა წერილების დასაშიფრად და შემდეგ გააგზავნოთ”, – თქვა არასამთავრობო ორგანიზაციის ”ინტერნეტ საზოგადოების” ვიცე-პრეზიდენტმა.

საღიანის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივი დეკლარაცია, რომელიც 9 ნოემბერს გაფორმდა, ითვალისწინებს ინფრასტრუქტურის განბლოკვას, ამიტომ ამ კონტექსტში არხების გახსნა სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი განცხადების შედეგია.

ნახეთ მეტი
Back to top button