მთავარიპოლიტიკა

არა აივაზიანი 1 აპრილს მოსკოვში გაემგზავრება

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არა აივაზიანი 1 აპრილს მოსკოვში გაემგზავრება. ამის შესახებ ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა აივაზიანმა, უპასუხა რა კითხვას, უახლოეს მომავალში იგეგმება თუ არა შეხვედრა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან.

”მე გავემგზავრები მოსკოვში, დსთ-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად”, – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან სამმხრივი ან ორმხრივი შეხვედრა არ იგეგმება. ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ფარგლებში, ბუნებრივია, კონტაქტები იქნება სხვადასხვა კოლეგებთან.

შეგახსენებთ, რომ 26 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვედრებს გამართავს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან არა აივაზიანთან და ჯეიჰუნ ბაირამოვთან.

მან აღნიშნა, რომ შეხვედრა გაიმართება 2 აპრილს დსთ-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ფარგლებში.

ნახეთ მეტი
Back to top button