მთავარიპოლიტიკა

არცახის სტატუსის განსაზღვრა, ტერიტორიების დეოკუპაცია – აივაზიანმა წარმოადგინა სომხეთის მიდგომები ახალ ვითარებასთან დაკავშირებით

რეგიონში შექმნილ ახალ ვითარებაში სომხეთმა უკვე შეიმუშავა მიდგომა ეუთოს მინისტრთა საბჭოსთან მიმართებაში, რომელიც ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღებას არცახის სტატუსის შესახებ თვითგამორკვევის უფლების რეალიზაციის საფუძველზე, არცახის  მოსახლეობის ყოვლისმომცველი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, აზერბაიჯანის მიერ არცახის  ტერიტორიების დეოკუპაციას. „არმენპრესის“ თანახმად,  ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა ნატოს საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე მოხსენება წარადგინა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა გასული წლის, ეპიდემიისა და  ომის შესახებ, მიიჩნია, რომ ეს ყველაზე ცუდი წელია დამოუკიდებლობის შემდეგ.

როგორც მან თქვა  საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიდი მუშაობა ჩაატარა საერთაშორისო საზოგადოებაში  აზერბაიჯანის, როგორც აგრესორის წარმოსაჩენად, უზრუნველყო საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია თურქეთის მიერ დაფინანსებული შეიარაღებული ტერორისტების საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით.  

„ახლა ჩვენი რეგიონი ახალი გამოწვევების პერიოდში შევიდა, რაც კიდევ უფრო აუცილებელს ხდის რეგიონში თანამშრომლობის განმტკიცებას პარტნიორებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სტაბილურობით, უსაფრთხოებით და მშვიდობით. ამავდროულად, ამ მოვლენებმა აჩვენა, რომ ჩვენ გვჭირდება ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები, რომლებიც  შეძლებენ სამშვიდობო პროცესის წარმართვას წლების განმავლობაში შემუშავებული პრინციპებისა და ელემენტების საფუძველზე“, – თქვა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button