პოლიტიკა

რა შემთხვევაში გახდება სომხეთი „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ნაწილი?

პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატმა, ჩინეთმცოდნემ,  ექსპერტმა მჰერ საჰაკიანმა „Sputnik სომხეთის“  ეთერში ისაუბრა ჩინეთზე ზეწოლის მოხდენის ნაბიჯებზე და ირანში  ინდოეთის ელჩის იმ განცხადებაზე, რომ ინდოეთი აპირებს ინდოეთის ოკეანის სომხეთის გავლით ევრაზიასთან დაკავშირებას.

სომხეთის „ჩრდილოეთ-სამხრეთის“  საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანში გაწევრიანებაზე ყველა ლაპარაკი უაზრობაა მანამ, სანამ სომხეთი არ ააშენებს საკუთარ „ჩრდილოეთ-სამხრეთის“  საგზაო დერეფანს ან ირან-სომხეთის რკინიგზას. თუ აქ გვსურს რეალური როლი შევასრულოთ, ჯერ უნდა ავაშენოთ ჩვენი „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ საგზაო დერეფანი, გზა, რომელიც ირანისკენ წავა, სანამ არ ავაშენებთ მას ინდოეთის ელჩი იტყვის თუ სხვა რომელიმე ქვეყნის ელჩი ამას აზრი არ აქვს ”, – თქვა მან.

საჰაკიანი რეგიონში თურქეთის საქმიანობას შეერთებული შტატების ფაქტორით ხსნის. ოფიციალური ვაშინგტონი ცდილობს გააძლიეროს თავისი როლი შუა აზიაში თურქეთის გავლით, რათა მოახდინოს ზეწოლა ჩინეთზე.

მისივე თქმით, შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აგრძელებს მისი წინამორბედების, კერძოდ დონალდ ტრამპისა და ბარაკ ობამას მიერ გამოყენებულ ანტიჩინურ პოლიტიკას, რომლის საფუძველიც 2011 წელს ჩაეყარა.

”პროცესი ობამას დროს დაიწყო. 2011 წელს ობამას გუნდი დაინტერესდა აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონით, რადგან შეერთებულ შტატებსა და ვაშინგტონს კარგად ესმოდათ, რომ მსოფლიოს ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი ევროპიდან აზიის რეგიონში იცვლება. ისინი აქ იმაგრებენ ფეხს, რომ შესძლონ  მზარდი ჩინეთის შეკავება”, – თქვა ჩინეთმცოდნემ.

ნახეთ მეტი
Back to top button