მთავარიპოლიტიკა

რუსეთი კვლავ რჩება სომხეთის სტრატეგიულ მოკავშირედ. საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთი კვლავ სომხეთის სტრატეგიულ მოკავშირედ რჩება. ამის შესახებ ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა.

”ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ რუსეთის როლს, რადგან, საბოლოოდ, ომი შეჩერდა რუსეთის ძალისხმევით. შეიძლება ზოგს არ მოსწონს, მაგრამ ფაქტია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სულ სხვა სიტუაცია გვექნებოდა”, – თქვა მინისტრმა.

ამავდროლად, აივაზიანმა აღნიშნა, რომ ის არ ეთანხმება მოსაზრებებს, რომ სომხეთი და მისი საგარეო პოლიტიკა დღეს რუსეთზეა დამოკიდებული.

მისივე თქმით, ამ ხნის განმავლობაში არა მხოლოდ რუსეთი ცდილობდა ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფას, არამედ საფრანგეთი და შეერთებული შტატები. მინისტრის თქმით, თუ რატომ არ გამოვიდა, ეს უფრო ღრმა ანალიზის საგანია.

რაც შეეხება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებს, აივაზიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი ყურადღებით ადევნებს თვალყურს ამ პროცესებს და, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი შეასრულებს თავის მოვალეობას, როგორც სომხეთის უსაფრთხოების გარანტს.

ნახეთ მეტი
Back to top button