სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ სომხეთის დიპლომატიის დღის წესრიგში დგას საბერძნეთთან და კვიპროსთან ურთიერთობების განვითარება, მაგრამ ერევანი არ აშენებს მის საგარეო პოლიტიკას მესამე მხარის წინააღმდეგ.
მმართველი ფრაქციის “ჩემი ნაბიჯის” წევრმა, შირაკ თოროსიანმა, მინისტრს ჰკითხა, აპირებს თუ არა სომხეთი სომხეთი-საბერძნეთი-კვიპროსი სამმხრივი ფორმატის გააქტიურებას, როგორც თურქეთის აგრესიული პოლიტიკის საპირწონეს.
აივაზიანის თქმით, ეს ფორმატი სომხეთის დღის წესრიგში რჩება, მაგრამ სომხეთი არ ეძებს მტრებს რეგიონში, რადგან მან კარგად იცის მშვიდობის ფასი.
”სომხეთმა უნდა შეიმუშაოს პრაგმატული მიდგომა თავის საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, რეგიონში უსაფრთხოების საფრთხეების გათვალისწინებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შეიქმნას სტაბილური უსაფრთხოების გარემო სომხეთის მთელ საზღვრებზე”, – აღნიშნა მინისტრმა.
მან დასძინა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, კორონავირუსის შეზღუდვების მიუხედავად, მან არაერთხელ იმოგზაურა საზღვარგარეთ, ხოლო დიპლომატები აქტიურ ონლაინ კონტაქტს იცავენ უცხოელ პარტნიორებთან ამ საკითხის მოსაგვარებლად.
გასული წლის აპრილში სომხეთის, საბერძნეთისა და კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ რეგიონალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების სამმხრივი თანამშრომლობის შესახებ, დაგეგმილი იყო სამმხრივი სამიტის ჩატარება ერევანში, მაგრამ ღონისძიება არ შედგა.