მთავარიპოლიტიკა

სომხეთი მოელის, რომ თურქეთი რადიკალურად შეცვლის თავის აგრესიულ პოლიტიკას

რეგიონში მშვიდობის დამყარების მიზნით სომხეთი მოელის,  რომ თურქეთი გადახედავს მის მიმართ აგრესიულ პოლიტიკასა და მტრულ მოქმედებებს. “არმენპრესის” ინფორმაციით, ამის შესახებ ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა, პასუხი გასცა რა პარტია “აყვავებული სომხეთის” დეპუტატ არმან აბოვიანის კითხვას.

აბოვიანმა აღნიშნა, რომ მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლები მიანიშნებენ თურქეთთან ურთიერთობების გადახედვაზე რეგიონში შექმნილი ახალი ვითარების ფონზე. ის დაინტერესდა, მართავენ თუ არა ამ ეტაპზე რაიმე კონსულტაციას თურქეთთან.

მინისტრმა შეახსენა, რომ სომხეთის ოფიციალურ პოზიციას საგარეო პოლიტიკის შესახებ გამოხატავენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. სომხეთის დამოუკიდებლობის დღიდან ბოლო დრომდე, სომხეთი გამოვიდა სხვადასხვა ინიციატივით თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით. ბოლო იყო ციურიხის პროცესი, რომელიც ჩაშალა თურქეთმა. აივაზიანმა მნიშვნელობა მიანიჭა ორმხრივობის პრინციპს. ”და ნამდვილად გულახდილი და წინაპირობების გარეშე ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ  ჩვენი ინიციატივა  არ მიიღო ოფიციალურმა ანკარამ, უფრო მეტიც, გასული საუკუნის სიძულვილი სომხების მიმართ, რომლის კულმინაცის წერტილი სომხების გენოციდი იყო, არა მხოლოდ არ შეჩერდა, არამედ შემოვიდა ჩვენს რეგიონში”,- აღნიშნა მინისტრმა.

აივაზიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, ბუნებრივია, ყველამ კარგად იცის, თუ რა  შესაძლებლობები და პერსპექტივები შეიძლება შეიქმნას მშვიდობამ და საბოლოოდ შერიგებამ, მაგრამ ეს მხოლოდ ლამაზი სიტყვებია. ”და იმისათვის, რომ ჩვენს რეგიონში რეალური მშვიდობა იყოს, ჩვენ ველით, რომ თურქეთი სერიოზულ, რადიკალურ ცვლილებებს შეიტანს სომხეთის მიმართ მის აგრესიულ პოლიტიკაში და აღმოფხვრის მტრულ მოქმედებებს”, – აღნიშნა მან.

დეპუტატის კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა სომხეთსა და თურქეთს შორის პროცესები, აივაზიანმა უპასუხა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ იცის რაიმე ფორმატი, რომელშიც შეიძლება ჩატარდეს განხილვები, კონსულტაციები ან მოლაპარაკებები ოფიციალურ ანკარასთან.

ნახეთ მეტი
Back to top button