ანალიტიკამთავარი

არცახის აღიარების შესაძლო ვარიანტები – ანალიტიკოსის დაკვირვება

ცენტრ    „ორბელი“-ს  ანალიტიკოსმა  ტარონ ჰოვანისიანმა  „Sputnik სომხეთის“ კორესპოდენტთან შეხვედრისას ილაპარაკა   ამ უკანასკნელ  ხანებში მიმდინარე დებატებზე, თუ რა საზღვრებში უნდა  მოხდეს არცახის თვითგამორკვევის უფლების რეალიზება. იქნება ეს არცახის  დამოუკიდებლობის მემორანდუმში აღნიშნული საზღვრები, თუ  ადრე თვითგამორკვეული მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის საზღვრები.

ტარონ ჰოვანისიანის თქმით, საკითხი უნდა განიხილოს ორი კომპონენტით. მისივე თქმით, ჩვენი სურვილია, რომ არცახის დამოუკიდებლობის აღიარება უნდა მოხდეს მაქსიმალურად უსაფრთხო, ანუ იმ ტერიტორიებში, რომლებიც აუცილებელია ნორმალური ცხოვრების უზრუნველსაყოფად.  უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც საქმე საკითხის საერთაშორისო მოლაპარაკებებით გადაჭრას ეხება, მაშინაც კი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთი გადაწყვეტა შესაძლებელია, ომის შემდგომი რეალობის საფუძველზე, საერთაშორისო მოთამაშეთა მიერ შემოთავაზებული საუკეთესო ვარიანტი  ეს არის  აღიარება ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის  ფარგლებში.

„ შესაძლებლადაც  რომ მივიჩნიოთ არცახის საერთაშორისო დამოუკიდებლობის აღიარება არცახის დამოუკიდებლობის მემორანდუმის საზღვრებში, რადგანაც 1991 წელს  მემორანდუმი მიღებული იქნა არა მარტო ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის  მიერ, არამედ ყოფილი საბჭოთა აზერბაიჯანის შემადგენლობაში შესული შაუმიანის რაიონის მხრივაც, რომელიც 1992 წლიდან ოკუპირებულია აზერბაიჯანის მიერ. ეს რაიონი  მთლიანად დაიცალა სომხებისგან, იქ წაიშალა  სომხური კულტურის კვალი, დასახლებულია აზერბაიჯანელებით. ამიტომ, მე ნულად მივიჩნევ ალბათობას, რომ აზერბაიჯანი თანახმაა დაუბრუნოს ეს რაიონი არცახს”, – თქვა ანალიტიკოსმა.

ოვანისიანის თქმით, სხვა ვარიანტი ასე ნულოვანი არ არის,  მაგრამ ამჟამინდელ რეალობაში ნაკლებად სავარაუდოა, რომ შესაძლებელი გახდეს აზერბაიჯანს ვაიძულოთ დატოვოს  ოკუპირებული ჰადრუთი, შუში და სხვა რაიონები, მით უმეტეს, რომ ყველა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის საზღვრებში მყოფი ყველა რაიონიდან არის ოკუპირებული ტერიტორიები.

„თუ ჩვენ გვსურს რეალისტური მიდგომა, თუ ამ ეტაპზე გამოვრიცხავთ აზერბაიჯანისთვის რაიმე ძალადობის დაწესების ვარიანტს, მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის შემთხვევაში საუკეთესო შედეგი იქნება  ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტომომიური რესპუბლიკის საზღვრებში არცახის აღდგენა და დამოუკიდებლობის გამოცხადება“, – თქვა ანალიტიკოსმა.

ნახეთ მეტი
Back to top button