თურქეთის ელჩი საქართველოში გაკვირვებულია ანტითურქული, თურქოფობიური და ისლამოფობიური პროპაგანდით ამ ქვეყანაში

როგორც „ინფოტეკა24“ წერს, ქართველი საზოგადოება გამოვიდა ნამახვანის ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგოდ, რომელსაც ანხორციელებდნენ თურქი ინვენსტორები. მოსახლეობა ს მიაჩნია, რომ ჰესის მშენებლობა რიონის ხეობაში ეკოლოგიურად საშიშია. ქართველთა ამ გადაწყვეტილებით თურქეთი უკმაყოფილო დარჩა.
თბილისში თურქეთის ელჩმა ფატმა ჩერენ იაზგანმა თქვა, რომ იგი გაკვირვებული და შეშფოთებულია საქართველოში ანტითურქული, თურქოფობიური და ზოგ შემთხვევაში ისლამოფობიური პროპაგანდით.
„ეს შეშფოთებას იწვევს, რადგან მე პატივს ვცემ ქართულ კულტურას, მიმაჩნია, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოება ქართული იდენტურობის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ როდესაც სამშენებლო მოედანზე დაიდგმება ჯვარი და აღნიშნავენ, რომ მათ არ სურთ თურქული კომპანია საქართველოში, მეეჭვება, რომ ეს საქართველო არ არის, რომელიც მე ვიცი“, – თქვა ელჩმა.
მისივე თქმით, მედიაში ვრცელდება სპეკულაციები ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ და მათი შეჩერება შესაძლებელია, თუ თურქული კომპანია ღიად დაიწყებს საუბარს იმაზე, რაც ხდება. მისივე თქმით, ეკოლოგიური პრობლემები მეცნიერულად უნდა გადაწყდეს.
ამრიგად, ეროვნული ინტერესების დაცვის ნებისმიერი მცდელობა ანკარის მიერ მტრულ ნაბიჯად აღიქმება. თურქეთი მზადაა აღასრულოს ყველა თავისი გეგმა, ამას შესწიროს ყველა იმ სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ინტერესები, რომელიც ხელს შეუშლის მას.