კათოლიკოსმა აშშ-ს ელჩთან განიხილა ტყვეთა საკითხი
მისმა უწმინდესობამ უზენაესმა პატრიარქმა და სრულიაად სომეხთა კათოლიკოსმა, გარეგინ მეორემ ეჯმიაძინის სა კათედრო ტაძარში მიიღო სომხეთის რესპუბლიკაში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლინ მ. ტრეისი.
მისმა უწმინდესობამ, ელჩის სახელით, მადლიერება განუცხადა აშშ-ს ხელისუფლებას ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რომელიც ეპიდემიის პერიოდში, განსაკუთრებით ომისა და ომის შემდგომ პერიოდში, აღმოჩენილ იქნა საელჩოს საშუალებით სომხეთისა და არცახის ხალხისათვის.
რაც შეეხება აზერბაიჯანის მიერ არცახის რესპუბლიკის წინააღმდეგ დაწყებულ საომარ მოქმედებებს და ომისშემდგომ შედეგებს, უწმინდესმა გამოხატა რწმენა, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები განაგრძობენ ძალისხმევებს რეგიონში სტაბილურობის დამყარებისა და ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი და სამართლიანი მოგვარების მიმართულებით.
საუბრისას შეეხნენ სომხური ეკლესიის მიერ ეპიდემიის პირობებში განხორციელებულ პროგრამებს და მიღებულ გავლენას. მათ ისაუბრეს ომის დროს წმიდა ეჯმიაძინის ეპარქიების მიერ გაწეულ მხარდაჭერაზე, ასევე სამხედრო მოსამსახურეებისა და არცახიდან დევნილ ოჯახებზე ზრუნვის შესახებ. უწმინდესმა მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე სოციალური დახმარების პროგრამების, გარდაცვლილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების ოჯახებთან პასტორალური მუშაობის შესახებ. სომხეთში აშშ-ს ელჩი და სომხეთის კათოლიკოსი განსაკუთრებით შეეხნენ სომხური ეკლესიის მიერ ტყვეების განთავისუფლებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საქმეში ზომების მიღებას. დაწვრილებით განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არცახის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები, სიწმინდეების შეურაცხყოფისა და განადგურების დოკუმენტირებული შემთხვევები.