
მსოფლიომ უნდა შეწყვიტოს აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული ეს კულტურული ვანდალიზმი. Sputnik სომხეთთან საუბრისას ასეთი აზრი გამოთქვა შუშის მერმა არწვიკ სარგსიანმა, რომელიც ეხებოდა ,,ტელეგრამ არხების“ მიერ გავრცელებულ ცნობებს.
უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთის ,,ტელეგრამ არხები“ აფრთხილებენ, რომ აზერბაიჯანმა მიწასთან გაათანაბრა ძეგლი, რომელიც ეძღვნება სომეხთა გენოციდის, სამამულო ომისა და არცახის პირველი ომის მსხვერპლთა ხსოვნას.

”მე არ ვიცოდი ამ ერთი ძეგლის განადგურების შესახებ, მაგრამ არც მიკვირს. საქმე იმაშია, რომ მათ არ ესმით კულტურის ფასი, რადგან მათ საკუთარი არ აქვთ. ცოტა ხნის წინ შუშის ძველი სომხური საფლავები დაანგრიეს და იქ გაუგებარი შენობა შენდება”, – აღნიშნა სარგსიანმა.
რაც შეეხება სომეხთა გენოციდის, სამამულო ომისა და არცახის პირველი ომის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ძეგლს, ის 12 წლის წინ აშენდა და ახლოსაა ღაზანჩეცოცის ტერიტორიასთან.
ადგილზე არის სკვერიც, სადაც ორი ხაჩკარი იყო განთავსებული, ერთი გენერალ მანველ გრიგორიანის მიერ ნაჩუქარი, მეორე მიძღვნილი იყო მიწისძვრის მსხვერპლთათვის.
სარგსიანი ამბობს, რომ ისინი უკვე შეთანხმებული იყვნენ, სკვერში ბავშვების სათამაშო მოედანი უნდა აშენებულიყო. შუშიში ხსენების ყველა ცერემონიალის დროს ყვავილებს ყოველთვის ამ პარკში აწყობდნენ.
”მე ვიცი, რომ ქვებზე რამდენი წარწერაცაა სომხური ასოებით, ისინი მათ სათითაოდ შლიან და წარწერებს ტოვებენ აზერბაიჯანულ და სპარსულ ენებზე. ეს ყველაფერი ხდება არა მხოლოდ აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოქცეულ შუშიში, არამედ სხვა დასახლებებშიც. ვფიქრობ, ყველა ფორმით უნდა ავიმაღლოთ ხმა ამ ყველაფერზე”, – აღნიშნა სარგსიანმა.
მან დასძინა, რომ აქამდე რამდენი უკანონობაც ყოფილა, სამყარო მდუმარე და ბრმა იყო, სწორედ ამიტომ მივაღწიეთ ”ამ დღეს”.
სარგსიანმა შეახსენა, რომ როდესაც ნახჭევანის კულტურა განადგურდა, ვინ თქვა რამე?
შეგახსენებთ, რომ არცახის 44-დღიანი ომის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანელებმა უკვე გაანადგურეს შუშის მწვანე ეკლესია, შეურაცხყვეს მატაღისის ეკლესია, მიწასთან გაათანაბრეს 2017 წელს არცახის მეხაკავანის დასახლებაში ნაკურთხი ზორავორის სურბ ასტვაცაცინის ეკლესია.. .