მთავარისაზოგადოება

24 აპრილს გაიმართება მსვლელობა. მოქალაქეებს შეუძლიათ წიწერნაკაბერდში წასვლა

24 აპრილს გაიმართება მსვლელობა. ამის შესახებ Sputnik სომხეთთან საუბრისას განაცხადა სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტის დირექტორმა ჰარითიუნ მარუთიანმა.

”მე მქონდა კონსულტაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, სადაც განვიხილეთ 24 აპრილის ღონისძიებები. წელს იქნება ღონისძიებები, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ  24 აპრილის იქნება მსვლელობა”, – აღნიშნა მარუთიანმა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო, 2020 წლის 24 აპრილს, წიწერნაკაბერდისკენ მიმავალი ტრადიციული სვლის ნაცვლად, მოქალაქეებმა მოკლე გზავნილები გააკეთეს და მათი სახელები მემორიალის კედლებზე გამოჩნდა ლაზერული გამოსახულებით. საღამოს 10 საათიდან დილამდე მემორიალის ტერიტორიაზე სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფები ასრულებდნენ კლასიკურ და ხალხურ სიმღერებს.

შეგახსენებთ, რომ 24 აპრილს, სომხეთი და სომხები მთელ მსოფლიოში მოიიხსენიებენ 1915 წელს ოსმალეთის თურქეთში სომხების გენოციდის 1.5 მილიონი მსხვერპლის ხსოვნას.

თურქეთს დღემდე არ უღიარებია მის მიერ ჩადენილი გენოციდი.

გენოციდი აღიარებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორისაა: ურუგვაი, რუსეთი, საფრანგეთი, ლიტვა, გერმანია, აშშ – ს შტატების უმეტესობა, ლუქსემბურგის, ავსტრიის, ჩილეს, საბერძნეთის, კვიპროსის, არგენტინის, ბელგიის, უელსის, შვეიცარიის, კანადის, პოლონეთის პარლამენტები.

ნახეთ მეტი
Back to top button