ანალიტიკა

ანტითურქული განწყობები საქართველოში – ანკარამ გაიხსენა ბათუმი და ჯავახეთი

ნამახვანის ჰესის კაშხლის მშენებლობა შეჩერებულია 9-12 თვის განმავლობაში, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. პროექტი ითვალისწინებს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას მდინარე რიონის ხეობაში. ოპონენტები ითხოვენ, რომ მთავრობამ შეწყვიტოს ხელშეკრულება თურქულ კომპანია Enka-სთან. ამის შესახებ წერს  „Lragir.am“-ი.

”ეს არ არის ის საქართველო, რომელიც მე ვიცი”. ასე კომენტარი გააკეთა თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგენმა ნამახვანის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო მიტინგთან დაკავშირებულ განცხადებაში.

”ჩემთვის მოულოდნელი იყო პროტესტის გამოხატვა. მეორე, რამაც გამაკვირვა, იყო ანტითურქული, თურქოფობიური და ზოგ შემთხვევაში ანტიისლამური პროპაგანდა. ეს შემაშფოთებელია, რადგან მე პატივს ვცემ ქართულ კულტურას, მართლმადიდებლური სარწმუნოება ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ როდესაც ჯვარს დებენ მშენებლობის ადგილას  და აცხადებენ,  რომ მათ არ სურთ თურქული კომპანია საქართველოში,მგონია  რომ ეს არ არის ის საქართველო, რაც მე ვიცი”, – თქვა ელჩმა.

ელჩმა ოპოზიციურ ტელეარხ “ფორმულასთან” ინტერვიუში, უპასუხა კითხვას, თუ ვინ სცემს მახვილს  თურქეთსა და საქართველოს  ურთიერთობებში.

 „როდესაც საქართველოში პირველად ჩამოვედი, გავიგე ჭორები, რომ ყარსის ხელშეკრულება 100 წლის გასვლის შემდეგ შეწყვეტდა მოქმედებას,  მივხვდი, რომ ასეთი ტყუილი უცხოეთიდან მოდიოდა. რატომ? რადგან თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები კავკასიის სტაბილურობის ხერხემალს წარმოადგენს.  2021 წელს  ყარსის შეთანხმება არ დასრულდება, ჩვენ არ მოვითხოვთ ბათუმის დაბრუნებას და სამცხე-ჯავახეთში ჩვენს ჯარს არ გავაგზავნით”, – თქვა მან.

თუმცა, ეს განწყობა ახალი არ არის. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 2017 წელს საქართველოს საზღვართან არც თუ ისე შორს, ქალაქ რიზეში სიტყვით გამოსვლისას, ოსმალეთის იმპერია მოიხსენია . „რიზე და ბათუმი ერთმანეთისაგან არ უნდა განვასხვაოთ“, -თქვა მან,  ბათუმის ხსენებამ აჟიოტაჟი გამოიწვია საქართველოში.

აჭარაში ინვესტიციების 90%  თურქულია. ქალაქის ერთ – ერთი ცენტრალური უბანი, რომელიც ადრე სომხური იყო, სავსეა თურქული რესტორნებით, ბარებით და კაფეებით.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგმა რუსლან ბარამიძემ  თქვა, რომ საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ აჭარაში ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობამ ოსმალეთისბატონომის სამასი წლის განმავლობაში ისლამი მიიღო. აჭარის ავტონომია საქართველოში შეიქმნა 1921 წლის ყარსის ხელშეკრულებით თურქეთის მოთხოვნით.  

უნდა აღინიშნოს,  რომ ბათუმი საქართველოს  გადაეცა 1921 წელს. რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულების თანახმად, სურმალუ-არარატის ქედის   თურქებისთვის ჩაბარების სანაცვლოდ.

ნახეთ მეტი
Back to top button