
სომხეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, ყველაზე მაღალი შეფასება მიენიჭა ადამიანის უფლებათა დამცველს, არმან თათოიანს – 3,7 ქულა. ამის შესახებ 31 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთში “GALLUP International Association” – ის სრულუფლებიანმა წევრმა, შპს “MPG” – ს დირექტორმა არამ ნავასარდიანმა განაცხადა.
ნავასარიანმა აღნიშნა, რომ მოქალაქეებს სთხოვეს შეაფასონ თავიანთი დამოკიდებულება სახელმწიფო მოღვაწეების მიმართ ციფრებით, სადაც ყველაზე მაღალი იქნებოდა 5 ბალი, ყველაზე დაბალი 1 ბალი.
უმაღლესი შეფასება მიენიჭა ადამიანის უფლებათა დამცველს არმან თათოიანს – 3,7 ქულა, სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო 2,7 ქულა, პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა – 2,4 ქულა, სომხეთის მეორე პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა მიიღო 2,1 ქულა, პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერმა გაგიკ წარუკიანმა – 2.1 ქულა, პარტია „ნათელი სომხეთის” ლიდერმა ედმონ მარუკიანმა -1,9 ქულა, სომხეთის მესამე პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა – 1.6 ქულა, პარტია „რევოლუციონერ დაშნაკთა“ უმაღლესი საბჭოს წევრმა იშხან საღათელიანმა – 1,5 ქულა.