მთავარიპოლიტიკა

გამოკითხულთა 31,7% მზად არის ხმა მისცეს ბლოკს “ჩემი ნაბიჯი”

სომხეთში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად,   თუ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მომდევნო კვირას   გამოკითხულთა 31,7%  მზადაა  ხმა მისცეს  ბლოკს “ჩემი ნაბიჯი”,  ამის შესახებ 31 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთში “GALLUP International Association” – ის სრულუფლებიანმა  წევრმა, შპს “MPG” – ს დირექტორმა არამ ნავასარდიანმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ მოქალაქეებს სთხოვეს უპასუხონ შემდეგ კითხვას: რომელ პოლიტიკურ ძალას მისცემდით ხმას  საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ კვირას ტარდებოდეს? შედეგები ასეთი სახის იყო: 31,7%” – ჩემი  ნაბიჯი”,   5. 9%  –  სომხეთის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი,  4,4%  – “აყვავებული სომხეთი”,    2,7%  – “ნათელი სომხეთი”,   2.4% სომხეთის რესპუბლიკური პარტია,   2.1% – სომხეთის რევოლუციონერი დაშნაკები,   მისივე თქმით,  წინა გამოკვლევასთან შედარებით, ცვლილებები თითქმის არ შეიმჩნევა.

26-29 მარტს  სატელეფონო  გამოკითხვებში 801 ადამიანი მონაწილეობდა.

ნახეთ მეტი
Back to top button