მთავარიპოლიტიკა

გამოკითხულთა 63% ფიქრობს, რომ სომხეთმა უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა რუსეთთან

გამოკითხვის თანახმად, მოქალაქეთა 62,9% ფიქრობს, რომ სომხეთმა უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა რუსეთთან.

ამის შესახებ 31 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთში “GALLUP International Association” – ის სრულუფლებიანმა წევრმა, შპს “MPG” – ს დირექტორმა არამ ნავასარდიანმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ მოქალაქეებს სთხოვეს უპასუხონ შემდეგ კითხვას: რომელ ქვეყნებთან ან ალიანსებთან, მათი აზრით, სომხეთმა უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა?

გამოკითხულთა 62,9%   მიიჩნევს, რომ რუსეთთან, 16,4%  –  შეერთებულ შტატებთან, 6,4% – საფრანგეთთან, 5,2% –  ევროკავშირთან, 2,6%  – ჩინეთთან,  2,4% –  ირანთან, 1,5% ევრაზესთან,  0,7%, – ნატოსთან,  0,7% -საქართველოსთან,  0,2%-კუხოსთან.

ნახეთ მეტი
Back to top button