მთავარიპოლიტიკა

„ ერევნისთვის მოსკოვთან ურთიერთობა სტაბილურია“, – სომხეთის პრეზიდენტი

ერევნისთვის მოსკოვთან ურთიერთობა სტაბილურია, იმისდა მიუხედავად, თუ ვინ არის სომხეთში ხელისუფლების  სათავეში  და რა შეხედულებები აქვს მას. ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ტელეარხ  RBC-სთან  ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა მოსაზრებაზე რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გარკვეულწილად გაუარესდა.

 ”ეს უფრო შეფასებაა, ალბათ მოსკოვის ან რუსეთის მხრიდან. სომხების აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის საზღვარგარეთ დიასპორის წარმომადგენლებიც კი იმ აზრის არიან რომ, რუსეთი სომხეთის მთავარი პარტნიორია.

ჩემი აზრით აქ ორი ფაქტორია მნიშვნელოვანი, ერთია  ნდობის ფაქტორი, მეორე კი –  პროგნოზები. ჩვენი ურთიერთობა იმდენად მკაფიო და ღრმა უნდა იყოს, რომ ერთმანეთს 100% -ით ვენდოთ და ეს აბსოლუტურად პროგნოზირებადი უნდა იყოს. ასეთ ურთიერთობებში არაპროგნოზირებადობა  ძალზე საშიშია”, – თქვა სარქისიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button