მთავარიპოლიტიკა

„თუ თურქეთთან მოვლენები განვითარდება ჩვენ არ დავმალავთ“, – არსენ თოროსიანი

„Sputnik სომხეთთან“ საუბრისას, სომხეთის პრემიერ მინისტრის აპარატისხელმძღვანელმა  არსენ თოროსიანმა აღნიშნა, რომ თუ სომხეთს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობაში რაიმე განვითარებები ექნება,  ამის შესახებ საზოგადოება სათანადო ინფორმირებას მიიღებს.

”ჩვენი მთავრობა ყოველთვის იყო გამჭვირვალე. თუ მეზობლებთან განვითარებული მოვლენები იქნება, ჩვენ პირველები ვიქნებით, ვინც შეატყობინებს  ამის შესახებ. თქვენ იცით, რომ ახლა მიმდინარეობს არასაჯარო შეხვედრები და დისკუსიები აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან, ეს  დინამიური პროცესია, ჩვენ ყველგან უნდა დავიცვათ ჩვენი ინტერესები”, – თქვა მან.

თოროსიანის თქმით, ქვეყნის უსაფრთხოება არ არის მხოლოდ შეიარაღებული ძალების მზადყოფნა, საჭიროა უფრო მრავალკომპონენტურად  ვიფიქროთ.

„განსაკუთრებით ჩვენი ბოლოდროინდელი მოვლენების,  ომის შედეგების გათვალისწინებით, უნდა ჩატარდეს განხილვები  სხვა კომპონენტებზე”, – თქვა მან.

მან მაგალითად მოიყვანა აშშ-ჩინეთის ურთიერთობა და თქვა, რომ მათ ძლიერი ეკონომიკური კავშირები აქვთ, მაგრამ აშშ მიიჩნევს, რომ ჩინეთი საფრთხეს წარმოადგენს სამხედრო დოქტრინაში. თოროსიანის თქმით, შესაძლოა სომხეთისთვის საშიშროების წყარო არ შეიცვალოს, მაგრამ იქნება ურთიერთსასარგებლო განვითარებებიც.

ნახეთ მეტი
Back to top button