საერთაშორისო

საქართველოში კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 437 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 437 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა შვიდი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 712 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 922, პისიარტესტით – 10 790.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,74 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,75 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,64 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 282 260 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 273 604 გამოჯანმრთელდა, 3 785 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 212, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 685 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 265 პირი.

ამასთან, 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი.

ნახეთ მეტი
Back to top button