საერთაშორისო

„ყველაფერი კანონის ფარგლებში იყო“, – საქართველოს პრემიერ მინისტრმა მხარი დაუჭირა პოზნერს

ცნობილი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი და მისი მეგობრები თბილისში ჩამოვიდნენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, იუწყება „Sputnik საქართველო“.

ჟურნალისტის ვიზიტს პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციის წევრები და აქტივისტები ითხოვენ, რომ პოზნერმა არ დაარღვიოს საოკუპაციო კანონი. დემონსტრანტებმა ასევე მიუღებლად მიიჩნიეს  პოზნერის კომენტარი აფხაზეთის შესახებ.

„ვლადიმერ პოზნერი აშშ-ს მოქალაქეა, მან არ დაარღვია კანონი ოკუპაციის შესახებ. ის ხშირად სტუმრობს საქართველოში აშშ-ს პასპორტით. ეს იყო პირადი ვიზიტი. მან და მისმა მეგობრებმა  PCR ტესტი გაიარეს. ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა”, – თქვა ღარიბაშვილმა.

ნახეთ მეტი
Back to top button