მთავარიპოლიტიკა

ცნობილ რუს ტელეჟურნალისტს ვლადიმერ პოზნერს წუხელ მოუწია საქართველოში პირადი ვიზიტის გაუქმება და მოსკოვში დაბრუნება

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს, ღამით თბილისში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები, რომელშიც ქვეყნის ხელისუფლებისაგან   მოითხოვეს  პოზნერის განდევნა ქვეყნიდან აფხაზეთი კონფლიქტთან მისი დამოკიდებულების გამო.

ქართველი მომიტინგეების აღშფოთების მთავარი მიზეზი იყო 2010 წელს გამოქვეყნებული ვლადიმერ პოზნერის ერთ-ერთი ინტერვიუ, სადაც მან აღნიშნა, რომ აფხაზეთი აღარ დაუბრუნდება საქართველოს.

შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად სასტუმროს შენობას, სადაც პოზნერი იმყოფებოდა  კვერცხები ესროლეს და შესასვლელებთან ანტირუსული წარწერები დატოვეს. აქციის მონაწილეების თქმით, პოზნერს, რომელიც საქრთველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობს, ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ უნდა ქონდეს.

ვლადიმირ პოზნერი საქართველოში 50 მეგობართან და ნათესავებთან ერთად იყო ჩამოსული მისი 87 წლის იუბილის აღსანიშნავად.

ნახეთ მეტი
Back to top button