მთავარიპოლიტიკა

აივაზიანმა და ლავროვმა განიხილეს რეგიონში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვასთან დაკავშირებული საკითხები

1 აპრილს მოსკოვში დსთ-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, შედგა სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, არა აივაზიანის და სერგეი ლავროვის შეხვედრა. როგორც იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური, მხარეებმა განიხილეს სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის 2020 წლის 9 ნოემბერს და 2021 წლის 11 იანვრს მიღწეული შეთანხმებების შესრულება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული რეაგირების გადაუდებელ საკითხებს, რეგიონში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვას.

მინისტრებმა მოსაზრებები გაცვალეს სომხეთ-რუსეთის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის მაღალი დონის კავშირებზე, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის მოსამზადებელ სამუშაოებზე.

განხილულ იქნა ორმხრივი ინტერესის მქონე საერთაშორისო დღის წესრიგის ცალკეული თემები.

ნახეთ მეტი
Back to top button