მთავარიპოლიტიკა

ამერიკელი პოლიტოლოგი. თეთრი სახლის წყაროების თანახმად, ბაიდენის ადმინისტრაცია აღიარებს სომეხთა გენოციდს

თეთრი სახლის წყაროების თანახმად, ბაიდენის ადმინისტრაცია აღიარებს სომეხთა გენოციდს. ამის შესახებ Twitter- ის საკუთარ გვერდზე განაცხადა ამერიკელმა პოლიტოლოგმა და ცნობილმა საერთაშორისო კომენტატორმა იან ბრემერმა.

”თეთრი სახლის წყაროების თანახმად, ბაიდენის ადმინისტრაცია აღიარებს სომეხთა გენოციდს. ის იქნება აშშ-ს პირველი პრეზიდენტი, ვინც აღიარებს ოსმალეთის იმპერიის მიერ პირველი მსოფლიო ომის დროს ჩადენილ გენოციდს”.

”ერდოღანი იძულებულია შეხვდეს კიდევ ერთ დიპლომატიურ გამოწვევას, რომელიც მომდინარეობს შეერთებული შტატებიდან. თეთრი სახლიდან გავიგე, რომ პრეზიდენტი ბაიდენი აპირებს აღიაროს 1915 წელს ოსმალეთის მიერ განხორციელებული გენოციდი”, – აღნიშნა მან GZERO Media-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

ნახეთ მეტი
Back to top button