მთავარიპოლიტიკა

არტაკ დავთიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის გენერალური შტაბის უფროსთან. რა საკითხები განიხილეს?

სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროს, არმიის გენერალ ვალერი გერასიმოვსა და სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროს არტაკ დავთიანს შორის.  ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

”1 აპრილს შედგა სატელეფონო საუბარი ვალერი გერასიმოვსა და სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ არტაკ დავთიანს შორის”, – ნათქვამია განცხადებაში.

აღინიშნა, რომ განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამშვიდობო მოქმედებასთან, აგრეთვე რუსეთსა და სომხეთს შორის არსებულ სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ამჟამინდელ მდგომარეობასთან და პერსპექტივასთან დაკავშირებული საკითხები.

ნახეთ მეტი
Back to top button