მთავარისაზოგადოება

დადასტურდა კორონავირუსის 1116 ახალი შემთხვევა, 864 ადამიანი გამოჯანმრთელდა

,,Armradio.am” წერს, რომ 2 აპრილის 11:00 საათისთვის დადასტურდა კორონავირუსული დაავადების 194852 შემთხვევა, რომელთაგან 174545 განიკურნა და 3552 სასიკვდილო შედეგით დასრულდა. ამჟამად კორონავირუსზე მკურნალობს 15,851 პაციენტი. სულ ჩატარდა 864876 ტესტი.

ამრიგად, გუშინ ჩატარდა 4830 ტესტი, რომელმაც დაადასტურა კორონავირუსის 1116 ახალი შემთხვევა. ჩვენ გვაქვს 864 გამოჯანმრთელების და 19 გარდაცვალების შეთხვევა.

წინა დღეს დაფიქსირდა გარდაცვალების 4 შემთხვევა, როდესაც პაციენტებს კორონავირუსული ინფექცია ჰქონდათ, მაგრამ სიკვდილი სხვა დაავადების გამო მოხდა. ასეთი შემთხვევების საერთო რაოდენობაა 904.

ნახეთ მეტი
Back to top button